Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული გემოები საზღვრებს მიღმა

BM.GE
06.02.22 15:56
335
რეიტინგებს მიღმა, მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობა მსოფლიოში და ამ პლანეტაზე, სადაც კონკურენცია სულ მეტად მძაფრდება და არავინ იკბინოს თითზე დაგვიანებით, როცა აღმოაჩენს რომ სხვა ქვეყნებმაც ისწავლეს ჩვენზე არანაკლებ რეიტინგებში პოზიციონირებაზე ზრუნვა და ინვესტორებისთვის სხვადასხვა ახალი მიზიდულობების მოწყობა. დიახ, პატარა საქართველომ მრავამხრივად უნდა გააცნოს თავი მსოფლიოს, და ამ ფერხულში მონაწილებას ვიღებთ ყველა, იქნება ეს საჯარო მოხელეები, თუ ემიგრანტები, თუ საქართველოში დარჩენილი მოქალაქეები, ყველა ვინაწილებთ საქართელოს ელჩობის ფუქნციას მსოფლიოში, მაგრამ გამორჩეული მაინც ჩვენ ემიგრანტები არიან, ვისაც ყოველდღიური შეხება ათეულობით უცხოელთან და ყოველ ჯერზე უწევთ, დაუღალავად, გააცნონ ჩვენი პატარა ლამაზი საქართველო.

მსოფლიოს დიდ ქალაქებში, როგორიცაა ლონდონი, რიო-დე-ჟანეირო, ნიუ-იორკი, მადრიდი, ვაშინგტონი, მელბურნი და სხვა, სადაც საქართველოდანაც ბევრი ემიგრანტი მიდის საცხოვრებლად. და გასაგებიც არის,რომ მოხდა ისე, მოკლე დროში ბევრი ქართული კვების ობიექტი გაიხსნა. მაგალითად, ნიუ-იორკში 2019 წლამდე დაახლოებით 8-10 ქართული რესტორანი იყო, ახლა მათი რაოდენობა დაახლოებით 30-მდეა.

ქართული რესტორანი გაიხსნა თქვენ წარმოიდგენთ კამბოჯაშიც კი. და კიდევ რამდენიმე ისეთ ქვეყანაში, რომლებმაც შეიძლება საზოგაოდების გაკვირვება გამოიწვიოს. თუმცა მიუხედავად ამისა არსებობს რისკები რომ ქართული კულინარია სხვა სამზარეულოებთან გაიგივდეს.და ხშირია ფაქტები, როდესაც ჩვენს კერძს მენიუში არა ქართულ, არამედ კავკასიურ წარმომავლობას აწერენ, რაც იმის დასტურია, რომ რეგინალური დატვირთვის ხარჯზე, მალე იდენტობა საქართველოსთან შესაძლოა დაკარგოს.
რა პრობლემებზე საუბრობენ საქმიანი ქარველი ემიგრანტები და რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგას ქართული კულინარია. მარიამ ადამია გვამოგზაურებს ახლა მსოფლიოს გარშემო ქართულ კულინარიულ სივრცეებში, არ დაგვვაიწყდეს, ეს ის ხალხია, ვინც უცხოეთიდან საკუთარ სამშობლოს ფინანსურად აძლიერებენ, და ადგილზე კი საქართველოს ელჩები არიან, ხშირად ჩვენს დიპლომატებზე მეტ საქმესაცაც აკეთებენ ქვეყნისთვის, დამიჯერეთ.

Subscribe to our news

Get the main news of the day