Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული ღვინის კრიპტოპერსპექტივა

BM.GE
28.11.21 15:17
383
Collins Dictionary-მ NFT(non-fungible tokens) 2021 წლის სიტყვად გამოაცხადა. ეგრეთ წოდებული "შეუცვლელი სიმბოლოები", იგივე NFT, ტექნოლოგიების, ფულისა და ხელოვნების სამყაროების შერწყმას გულისხმობს, რაც ლექსიკონმა ამ ფორმით აღნიშნა. უფრო მარტივად, NFT უნიკალური ციფრული აქტივია, რომლის ორიგინალურობა და მასზე საკუთრების უფლება, ბლოკჩეინზეა დადასტურებული. NFT-მა პოპულარობა წელს კოლექციონერების, სპეკულანტებისა და ცნობილი ადამიანების მხარდაჭერის დახმარებით მოიპოვა. Collins-ი NFT-ს განსაზღვრავს, როგორც „უნიკალურ ციფრულ სერტიფიკატს, რომელიც დარეგისტრირებულია ბლოკჩეინში და გამოიყენება ისეთი აქტივის საკუთრების განსასაზღვრად, როგორიცაა ხელოვნების ნიმუში ან საკოლექციო ნივთი“. NFT-ის მეშვეობით, ზოგიერთი ასეთი ციფრული ნამუშევარი ახლა მილიონობით დოლარად იყიდება. სხვათაშორის, Collins-ის სიტყვების მოკლე სიაში NFT-ისთან ერთად მოხვდა მეტავერსიც. ლექსიკონი სიტყვას განსაზღვრავს, როგორც „ინტერნეტის შემოთავაზებულ ვერსიას, რომელიც სამგანზომილებიან ვირტუალურ გარემოს მოიცავს“. Collins-ის სიტყვების სიაში მოხვდა კრიპტოც. მას ხშირად კრიპტოვალუტის შემოკლებულ ფორმად იყენებენ.

საქართველო ფრთხილ, მაგრამ იმავდროულად ამბიციურ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით,ჩემთვის თემაზე გამორჩეული რეპოსდენტი ლევან ბოძაშვილია, რომელიც აღარ არის საჯარო სამსახურში და სწორედ ბლოქჩეინ ტექნოლოგიების განვითარებით დაკავდა, ჰყავს საკმაოდ საინტერესო და სერიუზლო პარტნიორი ინვესტორები, რომელთან ერთადაც შექმნა სრულიად უნიკალური ეკოსისტემა ღვინის ინდუსტრიისთვის, იქვეა ციფრული ვალუტა ვივაც, და აქვეა არანახული პერსპექტივები რომელიც იხსენბა მათ შორის ღვინის სამშობლოდ წოდებული საქართელოს მეღვინეებისთვის. თემა სერიოზულია, რადგან აქ არ არის მხოლოდ ვივათი ღვინის მოცულობების გაყიდვებზე, რომელიც დამატებით საშუალებს უხსნის ჩვენს მეღვინებს ფიზიკური გაყოდვების გარდა გაზრდონ შემოსავლები. ეს ყველაფერი გაცილებით მეტია, და ამიტომ, ვთხოვე ლევან ბოძაშვილს ფორბსის ოფისში მოსვლა და ამ თემებზე საუბარი.

Subscribe to our news

Get the main news of the day