Home
Category
TV Live Menu

"... მეტი მწვანე, და ნაკლები არქიტექტურა"

BM.GE
15.05.22 22:42
269
მეტი რეკრეაციული ზონა, მეტი ხე და სუფთა ჰაერი რომ სჭირდება დედაქალაქს, ამაზე დიდი ხნის წინ შევჯერდით, ასე მგონია, და ეს პრობლემა მაინც დღემდე მოგვყვება... თბილისი მუდმივად შენებაშია, ცენტრალური უბნებიდან დაწყებული, მის შემოგარენით დასრულებული... თუმცა შედარებით უკეთესი პირობები, თბილისის შემოგარენში გვხვდება, სადაც ახალი უბნები შენდება... შესაბამისად, იქ, სადაც მეტი სიმწვანე და ნაკლები არქიტექტურაა, ფასიც მაღალია, თუმცა ეს ადამიანებს არ აბრკოლებთ, რადგან უკვე ყველას, ვინც დედაქალაქში ყოველდღიურად გადავადგილდებით, ვხვდებით, რომ ჩვენს ჯანმრთელობას და სრულფასოვან ცხოვრებას, მეტი მწვანე და მეტი ჰაერი სჭირდება...

Subscribe to our news

Get the main news of the day