Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჩართე" - ჩართე ინტერნეტი მოსწავლეებისათვის

BM.GE
14.03.21 11:41
451
საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროგრამები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. განათლების უფლების ეს ელემენტი, თავის მხრივ, გულისხმობს: დისკრიმინაციის აკრძალვას , ფიზიკურ ხელმისაწვდომობას, ფინანსურ ხელმისაწვდომობას. განათლებაზე ხელმისაწვდომობა ყველას უფლებაა და ამ უფლებას ადგილობრივ კანონმდებლობასთან ერთად საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტები და კონვენციები უზრუნველყოფენ. პანდემიაში აღმოჩენილი მსოფლიოსთვის კომპიუტერსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ამ უფლებით სარგებლობის მთავარ წინაპირობად იქცა. არადა საქართველოში 78 000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ინტერნეტი არ აქვს. პროექტ ჩართეს დამგეგმავები და განმახორციელებლები 21 საუკუნის რეალობაში ინტერნეტთან წვდომის უფლებას დღეს უკვე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ჩამონათვალში ასახელებენ და დონორების დახმარებით თავად ზრუნავენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ბავშვს ჰქონდეს გლობალურ ქსელზე წვდომა. ეს პროექტი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სახალხო და მომავალზე ორიენტირებული პროექტია, რომელში ჩართვითაც ყველას შეუძლია ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს კომპიუტერი დაუფინანსოთ.

მარიამ მჭედლიშვილი - "ჩართე", კოორდინატორი
ნინო ნანიტაშვილი - "ჩართე", დონორი

Subscribe to our news

Get the main news of the day