Home
Category
TV Live Menu

"ღვინის ბიბლიოთეკა" გერმანიაში ფილიალს ხსნის

BM.GE
27.09.22 13:42
142
მიმდინარე წლის ოქტომბერში „ღვინის ბიბლიოთეკა“ გერმანიაში, კერძოდ, დუსელდორფში ფილიალს გახსნის. „ღვინის ბიბლიოთეკის“ დამფუძნებელი ნაზი ხვთისიაშვილი BM.GE-სთან ამბობს, თავდაპირველად გერმანელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს ექსპორტის მიმართულებით აწარმოებდნენ, თუმცა "ღვინის ბიბლიოთეკის" განსხვავებული კონცეფციიდან გამომდინარე, ობიექტის გახსნის გადაწყვეტილებაც მიიღეს. მისივე თქმით, ინვესტიცია გერმანელი პარტნიორის მიერ განხორციელდება და ადგილზე 10 ადამიანი დასაქმდება. 

აღსანიშნავია, რომ „ღვინის ბიბლიოთეკა“ თბილისში 3 ობიექტით არის წარმოდგენილი. კომპანიის კონცეფცია იშვიათი ჯიშებისა და მცირე მარნების ღვინოების პოპულარიზაციაა. სწორედ ამ მიზნით, „ღვინის ბიბლიოთეკაში“ ყოველ ხუთშაბათს მეღვინეების დღე იმართება, სადაც მცირე მარნები ფართო საზოგადოებას თავიანთ პროდუქტს წარუდგენენ. 

სტუმარი: ნაზი ხვთისიაშვილი - "ღვინის ბიბლიოთეკის" დამფუძნებელი და დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day