"მაზდას“ ყველაზე გაყიდვადი მოდელი - განახლებული SUV Mazda CX-5 ქართველი მომხმარებლისთვის „მაზდა ცენტრი თეგეტაშია“ ხელმისაწვდომი. იაპონურმა ავტომწარმოებელმა ერთ-ერთ საუკეთესო მოდელში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ახალ ავტომობილში შეხვდებით როგორც ექსტერიერისა და ინტერიერის სიახლეებს, ისე განახლებულ ფუნქციურ მახასიათებლებს. ამ ავტომობილის განახლებული ვერსია მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე წელს წარადგინეს. რა შეიცვალა ახალ მაზდაში და რა თავგადასავალს გვპირდება ის?








