Home
Category
TV Live Menu

"ტერასა ზინობიანი" - გამაჯანსაღებელი აეროთერაპია ფუტკრების სკიდან ამოსული ჰაერით

BM.GE
21.07.22 08:24
159
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში ძალიან საინტერესო კონცეფციის აგრო ტურისტული კომპლექსი მოეწყო, რომელიც მიმდინარე ტურისტულ სეზონზე პირველ სტუმრებს მასპინძლობს. მცირე ზომის საოჯახო სასტუმრო, დამსვენებლებს აპითერაპიას სთავაზობს, რაც ფუტკრის პროდუქტების გამოყენებით სხვადასხვა დაავადებების მკურნალობას მოიაზრებს. ფერმერთა ასოციაციის გრანტის დახმარებით „ტერასა ზინობიანი“ სამზარეულოს მოწყობასაც ასრულებს, სადაც დამსვენებელს უდიური კერძების დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ.

ანა პაჭიკაშვილი - „ტერასა ზინობიანი"-ს მფლობელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day