პრობლემები, რომლებიც კორონავირუსული პანდემიის დაწყებიდან დღემდე მიწოდების ჯაჭვში შეიქმნა, გლობალურ ეკონომიკაზე პირდაპირპროპორციულად აისახა და ინფლაცია გამოიწვია. მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი გადამზიდი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, გლობალურად სხვადასხვა საქონელზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა მიწოდება ცალსახად ვერ უწყობს ფეხს არსებული შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, რასაც კორონავირუსი, მისი ახალი, სწრაფად გავრცელებადი შტამი და ადამიანური რესურსის დეფიციტი იწვევს. რა ელის ლოჯისტიკურ ჯაჭვს?








