Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა გამოწვევები აქვს მეღვინეობის ბიზნესს?

BM.GE
24.09.21 13:07
379
ღვინის ტოპ-მწარმოებელ ქვეყნებს ბევრად ჩამოვრჩებით - ამის შესახებ Galt & Taggart -ის კვლევაშია ნათქვამი. კვლევაში აღნიშულია, რომ მსოფლიოში ღვინის წარმოების ბაზარზე კონკურენცია დიდია და საქართველო ამ ბაზარზე მე-19 ადგილს იკავებს. Galt & Taggart -ის კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციაში ექსპორტის მაღალი წილია, რაც გამოწვეულია რუსეთში ქართული ღვინის პოპულარობით და რუსეთთან განვითარებული სავაჭრო კავშირებით. ამ გამოწვევების პარალელურად კი კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია, მოსავლის თითქმის 45% კი უკვე დაბინავებული. ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც რთველის აქტიურ პროცესზე მიუთითებს.

საექსპორტო ბაზრებზე არსებული სირთულეების მიუხედავად, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია საქართველოში. ყურძნის ნატურალური ღვინოების საექსპორტო მაჩვენებლების ზრდა წინა წელთან შედარებით 18.6% იყო.

სტუმარი: ნუცა აბრამიშვილი - “შუხმან ვაინს ჯორჯია” გენერალური დირექტორი;


Subscribe to our news

Get the main news of the day