Home
Category
TV Live Menu

რა საგადასახადო ცვლილებები ელოდება ბიზნესს

BM.GE
22.02.18 09:38
1083
ახალი ინიციატივებზე ფინანსთა მინისტრმა მთავრობის გუშინდელი სხდომის შემდეგ დეტალურად ისაუბრა მედიასთან და გაირკვა, რომ საგადასახადო კოდექსში ერთდროულად რამდენიმე ცვლილება შედის.
მაგალითად საფინანსო სექტორისათვის შეიცვალა მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლის თარიღი. გუშინდელ დღემდე ვიცოდით, რომ საფინანსო სექტორზე მოგების გადასახადის რეფორმა 2019 წლის 1 იანვარიდან უნდა გავრცელებულიყო, გუშინ კი მამუკა ბახტაძემ თქვა რომ ვადა 2023 წლის პირველ იანვრამდე გადაიწევს. ეს ნიშნავს, რომ თანხების რეინვესტირების შემთხვევაში საფინანსო სექტორში მომუშავე კომპანიები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან და დაიბეგრება მხოლოდ დივიდენდის სახით განაწილებული მოგება. ოღონდ ეს ყველაფერი 5 წლის შემდეგ.

Subscribe to our news

Get the main news of the day