Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ხარვეზები ახლავს კლინიკების DRG-ის სისტემით დაფინანსებას?

BM.GE
14.12.22 13:36
126
ერთ თვეზე მეტია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები სახელმწიფო დაფინანსებას DRG-ის მოდელის მიხედვით იღებენ. ჩვენ დავინტერესდით რა ხარვეზები ახლავს თან დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას და რამდენად ფარავს დღეს არსებული ანაზღაურება იმ ხარჯებს, რასაც კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში წევენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ bm.ge-სთან ინტერვიუში ძირითადად ტექნიკური ხასიათის ხარვეზებს გამოყოფს, თუმცა როგორც ილია ღუდუშაური ამბობს, დაფიქსირდა ისეთი ფაქტებიც, როცა კლინიკების ნაწილი მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებს არ ნიშნავდნენ. სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს აფრთხილებს, რომ 1 იანვრიდან მსგავსი შემთხვევები საჯარიმო სანქციას დაექვემდებარება. რა ხარვეზებს წააწყდნენ თავად კლინიკები დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლით?

სტუმარი: მაია მახარაშვილი - ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

Subscribe to our news

Get the main news of the day