პირველ ორ კვარტალში საქართველოს 2,8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, რაც პანდემიამდელ პერიოდის მაჩვენებლების 74%-იან აღდგენას წარმოადგენს. მხოლოდ მეორე კვარტალში ქვეყანას 1,6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია- ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. Ამასთან, ადმინისტრაცია ამბობს, რომ საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით ითვლის და სტატისტიკა უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს მოიცავს. ტურიზმის ბიზნესი კი ამბობს, რომ ოფიციალური სტატისტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ რეალობისგან, რაც ტურიზმის სფეროშია.
სასტუმროების ფედერაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ წელთან შედარებით სასტუმროების დატვირთულობა 15%-ით არის შემცირებული, გაცილებით დრამატულად გამოიყურება სურათი, თუ მიმდინარე ვითარებას 2016-17 წლებს შევადარებთ, სადაც სასტუმროებს შემოსავლებში 70%-იანი კლება ფიქსირდება.
ჯერჯერობით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჩაშლილი სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით არ გამოუქვეყნებია, თუმცა პირველ და მეორე კვარტალში ძირითადად საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან - თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან სტუმრობდნენ. რამდენად რეალურია ის რიცხვები, რაზეც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საუბრობს, რატომ აღარ ჩამოდიან საქართველოში ევროპელი ტურისტები და როგორია ტურიზმის სექტორის ფინანსური მდგომარეობა დღეს.
სტუმრები: მაია მურაჩაშვილი - ჰოტელიერი;
გიორგი დოლიძე - სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი.