Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რამდენად "ვმდიდრდებით, ვძლიერდებით და ვვითარდებით?"

BM.GE
17.07.23 11:20
48
„ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება და ვითარდება“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, მთის დღეების ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გააკეთა. ამის დასადასტურებლად პრემიერმა დეპოზიტების მაჩვენებელი მოიყვანა, რომელიც მისი თქმით, 2012 წელს დოლარში დაახლოებით 2.5 მლრდ იყო, (ლარში 2.6 მლრდ), დღეს კი მაჩვენებლები 10-ჯერ არის გაზრდილი და დოლარში 25 მლრდ-ს, ლარში კი 27 მლრდ ლარს უტოლდება. 2,8 მლრდ დოლარიდან 5 მლრდ-მდეა გაზრდილი ეროვნული ბანკის რეზერვები და ამასთან შემცირებულია უმუშევრობა. ღარიბაშვილი პროგნოზირებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა წელს 30 მლრდ ლარით გაიზრდება. „ჩვენ ყველაფერი გვაქვს ძალიან მაგრად, კონტროლის ქვეშ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. რის ხარჯზე იზრდება დეპოზიტების რიცხვი და რა საერთო აქვს რეალურ ეკონომიკურ მდგომარეობას რიცხვებთან? 

სტუმარი: დავით კეშელავა - ISET-ის მაკროეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე;