Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას საქმიანობს კომპანია “ქართული კაკალი”?

BM.GE
26.05.21 12:13
339
მიუხედავად იმისა, რომ მკვლევართა უმრავლესობა კაკლის სამშობლოდ ირანსა და შუა აზიის ქვეყნებს მიიჩნევს, საიდანაც ეს კულტურა საბერძნეთსა და რომის იმპერიაში გავრცელდა, საქართველოში კაკალი ყველა რეგიონში, ზღვის დონიდან 1300 მ-ის სიმაღლემდეა გავრცელებული. საქართველოში კაკალი გავრცელებულია კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში.

საქართველოში გავრცელებული არაკომერციული კაკლის ჯიშებისა და ფორმების ბიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, დაახლოებით 93% ყოველწლიურად მსხმოიარობს, 3,5 % ყოველწლიურად იძლევა არათანაბარ მოსავალს, ხოლო 1,7%-ს ახასიათებს ე.წ მეწლეობა. ბოლო წლებში საქართველოში კაკლის ბაღების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა და ამაში საკმაოდ დიდი წვლილი სახელმწიფო პროგრამებმაც შეიტანეს.

როგორც აგრონომები ვარაუდობენ ამ ამ პერიოდში გაშენებული ბაღების ნაყოფი და შესაბამისად ბაზარისთვის მისი შეთავაზება ეტაპობბრივად მრავალწლიანი კულტურის შესაბამისი პირობების ფარგლებში მოხდება, თუმცა ცალკეული ფერმების შემთხვევაში მნიშვნელოვანი შედეგები უკვე დაიდო.

სოფელ ახაშენში ქართულმა კაკალმა ესპანულ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად 2015 წლიდან ევრიპული სტანდარტების ბაღი 230 ჰა ზე გააშენა და 2020 წლის მოსავალი 100 ტონიან მაჩვენებელზეც გავიდა.

სტუმარი: მიხეილ აბაშიძე - "ქართული კაკალი", მენეჯერი.




Subscribe to our news

Get the main news of the day