Home
Category
TV Live Menu

რას წარმოადგენს კომპანია "კავკასიის ინფრასტრუქტურის ტექნოლოგია"?

BM.GE
26.03.23 22:00
162
კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგია, რომელიც საქართველოში უკვე 10 წელია, ოპერირებს კიდევ უფრო გაფართოვდა და თბილისთან ერთად, ახლა უკვე ქუთაისშია წარმოდგენილი. აისო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტირებული ქართულ-ავსტრიული კომპანია მომხმარებელს სამშენებლო სამუშაოების როგორც ლაბორატორიული შემოწმებას, ასევე საზედამხედველო სამუშაოების ჩატარებას სთავაზობს. უახლესი, ევროპული დანადგარებით აღჭურვილი სამშენებლო ლაბორატორია კვლევებს საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ახორციელებს და მომსახურებას მსურველებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს. თავად ლაბორატორიის კომპეტენციას კი აკრედიტაციის ცენტრი ადგენს, რომელიც აკრედიტაციას 4 წლის ვადით ანიჭებს და ამის შემდგომ, ყოველწლიურად მის მის მონიტორინგს ახორციელებს.

სტუმარი: ტიტე ჯიშიაშვილი - “კავკასიის ინფრასტრუქტურის ტექნოლოგია(CIT)”, ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day