Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ მიდიან საქართველოდან? – NDI-ის კვლევის ანალიზი

BM.GE
03.02.23 12:09
120
გუშინ NDI-ის კვლევა გამოქვეყნდა. ეკონომიკური სურათი კვლევის მიხედვით ასეთია: 

მოქალაქეთა უმეტესობა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს; ყოველი მესამე მოქალაქე თავს დაუცველად ეკონომიკური მიზეზების გამო გრძნობს; ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება; ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია; 

უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით; უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს; 

უმრავლესობა თავიანთი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად ან დამაკმაყოფილებლად აფასებს; მოქალაქეთა შეფასებით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე გაზრდილია შინამეურნეობების საშუალო შემოსავალი; უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ; 

ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს; ყოველი მეორე ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია; 

მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს, ძირითადად, საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს; საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. 

ამ ფონზე – გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ათი პროცენტით გაიზარდა. მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ყველაზე მეტად გადაუწყვეტელ ამომრჩეველში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში, ასევე საშუალო ასაკის ჯგუფშია გაზრდილი. 

NDI-ის კვლევაში ასევე საინტერესო მიგნებებია ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ – ამ ნაწილში მხარდაჭერა ცალსახად გაზრდილია და რუსეთთან დამოკიდებულებების თვალსაზრისითაც – აქ მოსახლეობა ამბობს, რომ რუსი ხალხი და რუსეთის მთავრობა განსხვავებული ცნებებია, უკრაინასთან ომზე კი პუტინია პასუხისმგებელი. ასევე – როგორც ჩანს, მოსახლეობა მაინც შეშფოთებულია რუსი მიგრანტების რაოდენობით – ამაზე მიუთითებს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მაღალი მხარდაჭერაც.

სტუმარი: დავით კეშელავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი;






Subscribe to our news

Get the main news of the day