24 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი მცირედით გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.70 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.31 ლარი გახდა. 0.59 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან მიმართებითაც, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.04 ლარი გახდა.