Home
Category
TV Live Menu

რატომ უნდა შეიცვალოს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის შემოსავლის ზღვარი?

BM.GE
24.10.22 12:34
156
საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა ოჯახის ჯამური შემოსავალი საგადასახადო წლის განმავლობაში 40,000 ლარს შეადგენს და საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დასაბეგრი ქონება აქვთ, ქონების გადასახადის გადამხდელები არიან. აღნიშნულ პირებს არაუგვიანეს 1 ნოემბრისა დეკლარაციის წარდგენის, ხოლო არაუგვიანეს 15 ნოემბრისა დარიცხული გადასახადის გადახდის ვალდებულება აქვთ. ვალდებულების შეუსრულებლობა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ითვალისწინებს. 

ფიზიკური პირისათვის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გასული საგადასახადო წლის მდგომარეობით: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები, შვეულმფრენები, თვითმფრინავები და 2017 წლიდან – მსუბუქი ავტომობილები;

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია და სხვადასხვა ოდენობით განისაზღვრება, რომლის გადახედვის ინიციატივით გამოდის Kudos Georgia. 



Subscribe to our news

Get the main news of the day