Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ ვერ შედგა ტექინსპექტირების რეფორმა?

BM.GE
23.11.22 12:53
130

მიუხედავად იმისა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ოთხი წელია ქვეყანაში სავალდებულოა, დღეს არც თუ ცოტა მძღოლი ქალაქში ისევ გაუმართავი ავტომობილით გადაადგილდება. არასათანადო ადმინისტრირებისა და დაბალი საჯარიმო სანქციების გამო, მოქალაქეების ნაწილი ინსპექტირების გავლას ჯარიმის გადახდას ამჯობინებს. რეფორმის მიმართ, არც თუ უსამართლოდ საკმაოდ ბევრი კრიტიკა ისმის. ინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სისტემური ხარვეზების გამო დღეს ქვეყანაში რეგისტრირებული მილიონნახევარი ავტოსატრანსპორტო საშუალების მხოლოდ 48%-მდე აკმაყოფილებს ტექდათვალიერების მოთხოვნებს. რაზეც ტექინსპექტირების ორგანოების წარმომადგენლები საუბრობენ, კარგად ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაშიც. 

2018 წლიდან მოყოლებული საგრძნობლად არის გაზრდილი ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ჯამურად ნახევარ მილიონზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი.

იმას, რომ ტექინსპექტირების რეფორმა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს ხარვეზიანია, აცნობიერებს საკანონმდებლო ხელისუფლებაც. დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე სანქციები გამკაცრდება. ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის არსებული პირველადი ჯარიმა, რომელიც დღეს 50 ლარია, უცვლელად დარჩება, მაგრამ თუ სუბიექტი პირველი დაჯარიმების შემდეგ ტექდათვალიერებას მაინც არ გაივლის, მათ 150-დან 700 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ. 

შეცვლის თუ არა ჯარიმები არსებულ სურათს, რატომ ვერ შედგა ტექინსპექტირების რეფორმა და რა სისტემური ცვლილებების გატარების აუცილებლობას ხედავენ ტექინსპექტირების ცენტრები? 

სტუმარი: გიორგი შიოლაშვილი - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day