Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Reachnewmarkets: გერმანულმა ბიზნესმა ქართული საწარმოები მოინახულა

BM.GE
11.05.23 09:45
137
დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, უმცირესობების ხელშეწყობა, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარებაა, რომლის ერთ-ერთი ქვე-სექტორიც სოფლის მეურნეობაა-ამ მიმართულებების განვითარებაში USAID-ის მიერ ყოველწლიურად 80 მილიონი დოლარი იხარჯება, ხოლო სოფლის მეურნეობის მიმართულებით 20 მილიონ დოლარზე მეტი, აქედან 7 მილიონი დოლარი თანამონაწილეობის საგრანტო პროექტებზეა გათვალისწინებული. USAID საქართველოში 35 პროგრამის დაფინანსებაში მონაწილეობს. 

USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. ამ დღიდან ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს. წარმატებული პარტნიორობის პირობებში აშშ-ს მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონ დოლარს გამოყოფს 55 სხვადასხვა პროგრამისთვის. ეს პროგრამები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე და დასავლეთზე ორიენტირებულ განვითარებას. 

USAID-ის პროგრამები ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებას, კლიმატური ცვლილებების შემცირებას, განათლების სისტემის გაუმჯობესებას, უმცირესობების და ხელმოკლე მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკურ და გეოგრაფიულ საზღვრებთან მცხოვრებ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას. 

ცალკე პროგრამა მოქმედებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით და უკვე რამდენიმე თვეა, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, აწარმოე საქართველოსა და სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ქართული აგრობიზნესებითვის ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამას ახორციელებს. რისი მიზანიც, ქართველი მწარმოებლების პოტენციურ მყიდველებთან დაკავშირებაა. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე კვირის განმავლობაში, გერმანიისა და გალფის ქვეყნების წარმომადგენლებმა დასავლეთ საქართველოში არსებული საწარმოები მოინახულეს და მათ წარმომადგენლებთან სამომავლო პოტენციური თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები გამართეს. პროგრამაში მონაწილეობისთვის, საერთო ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით 60-მდე ექსპორტზე ორიენტირებული ლურჯი მოცვის, კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი და სურსათის გადამამუშავებელი საწარმოა შერჩეული.


Subscribe to our news

Get the main news of the day