Home
Category
TV Live Menu

“რიყის დოქები” ისევ ვერ გაიყიდა, რა შეიძლება მოეწყოს იქ?

BM.GE
18.01.22 13:21
375
რა ფუნქცია შეიძლება გამოვუძებნოთ ე.წ. “რიყის დოქებს”, რომლებისთვისაც არც 2021 წელი აღმოჩნდა იღბლიანი. ისევ უფუქნციო და ისევ მტვრიანი დგას. ანუ ობიექტი, რომლის აშენება ბიუჯეტს მილიონობით ლარი დაუჯდა, მეხუთე მცდელობაზეც ვერ გაიყიდა. აუქციონი 12 იანვარს დასრულდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ "რიყის დოქები" აუქციონზე გასული წლის 29 დეკემბერს გამოიტანა. ამჯერად, დაახლოებით, 17 მლნ ლარით ნაკლებად - 30 მლნ ლარად. 

სააგენტოს "რიყის დოქები" ბოლოს - 47.5 მლნ ლარად მაისში ჰქონდა გამოტანილი, თუმცა აუქციონი უშედეგოდ დასრულდა და დაუმთავრებელი "რიყის დოქები” ისევ ვერ გაიყიდა."რიყის დოქების" გასაყიდი ფასი აუქციონებზე: 2021 წლის ოთხ თებერვალს – 5 მარტს: 71 მილიონ 250 ათასი ლარი იყო; ღირებულება არ შეცვლილა არც 30 მარტს – 15 აპრილს, ხოლო უკვე 29 აპრილი – 17 მაისის პერიოდში შემცირდა და 47 მილიონ 500 ათასი ლარი განისაზღვრა. რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს რიყის დოქებს? 

მეღვინე იაგო ბითარიშვილი ამბობს, რომ უფუნქციო დოქები ღვინის მუზეუმად უნდა ვაქციოთ, რადგან ქვეყანას, რომელიც ღვინისა და მევენახეობის ერთ-ერთ უძველეს სამშობლოდ პოზიციონირებს, ეს ნამდვილად სჭრდება. 

სტუმარი: იაგო ბიტარიშვილი - მეღვინე.
 



Subscribe to our news

Get the main news of the day