Home
Category
TV Live Menu

როდის დაასრულებს მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა გასტუმრებას?

BM.GE
10.11.22 13:49
163
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე - აბაშვილის ქუჩის N3-სა და დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩის მიმდებარედ გამოცხადდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ორი პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით დამატებით, 180-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება მერიის 2017 წელს წინასაარჩევნო დაპირების ჩამონათვალში იყო. რამდენი ოჯახის გასტუმრება მოხერხდა ამ დრომდე და როდის დასრულდება 30 წლიან პრობლემაზე მუშაობა?

სტუმარი: ირაკლი თავართქილაძე - თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day