დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც კორონა პანდემიის გადამკიდე განსაკთრებული ყურადღების ცენტრშია შარშანდელი იანვრიდან მოყოლებული, ამჯერად არა კოვიდ, არამედ ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.
ჯანმოზე დაყრდნობით ენსიდისი იხენებს 2003 წელს, როდესაც თბური ტალღების მიზეზით, დაახლოებით 70.000 ადამიანი დაიღუპა მსოფლიოში, ამიტომ მნიშვნელოვანი ვიცოდეთ და გავაზიაროთ წესები, რომელიც ყველას დაგვეხმარება შედარებით იოლად გადავაგაროთ ივნისის უჩვეულო სიცხე.
დაავადაებათა კონტროლის ცენტრი პირდაპირ და გასაგებად წერს, რომ სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.სითბური გამოფიტვა და დაკვრა, დეჰიდრატაციასთან ერთად ყოველთვის გამორჩეული იყო საფრთხეებს შორის.
#Forbesკვირა - 27.06.2021








