ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო მონაცემებსაც, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, საქართველოში 1 208 462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 142 783, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 1 065 679. მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 109,6%-ით გაიზარდა, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი -25,3%-ით ჩამორჩება.
მოლოდინი წელს ტურისტების და შემოსავლების მხრივაც ამ სეგმენტზე დადებითია. გასული კვირის ბოლოს განახლებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა Galt & Taggart-მა, რომლის მიხედვითაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით, 2022 წლის ბოლოს 167%-ით გაიზარდა, ტურისტული ვიზიტების ზრდამ კი 98% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი თითქმის სრულად აღდგა. მათი მოლოდინია, რომ მიმდინარე სეზონზე ტურისტული ვიზიტები 100%-ით აღდგენა 2019 წელთან შედარებით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 15%-იან წლიურ ზრდას აჩვენებს 4მლრდ აშშ დოლარამდე.
ცხადია მოლოდინს, შესაბამის რიცხვებს და შემოსავლებს მიგრანტების წვლილიც განაპირობებს. საინვესტიციო ბანკების პროგნოზებში მოქმედ ფაქტორებშია მიგრანტების შემოსვლის დინამიკა.
მეტი ტურისტის მოსაზიდად მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა დააანონსა. 1 მილიარდი 5 წელში - თანხა და დრო როცა პროექტები უნდა განხორციელდეს ცნობილია, კონკრეტული ხედვა ჯერ არა. რა და როგორ უნდა გაკეთდეს ტურისტული ქალაქები სტუმრებისათვის უფრო მიმზიდველი?
სტუმარი: მაია სიდამონიძე - ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი;