Home
Category
TV Live Menu

როგორია ეკონომიკის ოლიმპიადის ტესტირების შედეგები?

BM.GE
14.03.23 11:46
112
საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს განათლების ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებში ეკონომიკისადმი ინტერესის გაღრმავების, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია. თებერვლის ბოლოს საქართველოში პირველი ეკონომიკის სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.

სტუმარი: ლევან ფავლენიშვილი - საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის დამფუძნებელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day