Home
Category
TV Live Menu

რუსმა ჟურნალისტმა ნობელის პრემია $103.5 მლნ-ად გაყიდა

BM.GE
22.06.22 08:50
177
რუსმა ჟურნალისტმა და გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა ნობელის პრემიის ჯილდო, 23-კარატიანი ოქროს მედალი აუქციონზე 103.5 მილიონი აშშ დოლარად გაყიდა. მიღებული თანხით ის ომის გამო უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებს დაეხმარება, UNICEF-ს გადაურიცხავს.

ჯილდო, რომელიც დმიტრი მურატოვს გასულ წელს მშვიდობის დარგში, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის“ გადაეცა, გაეროს ლტოლვილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით Heritage Auctions-ის ონლაინ პორტალზე გამართულ აუქციონზე გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე ძვირად ღირებული ნობელის მედალია, რომელიც აუქციონზე ოდესმე გაყიდულა. 

ცნობისთვის, წინა რეკორდი მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით მომუშავე მეცნიერის, ამერიკელი ჯეიმს უოტსონის ჯილდოს ეკუთვნის. მედალი, რომელიც ამ უკანასკნელს 1962 წელს, დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურის აღმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა, 2014 წელს გამართულ აუქციონზე 4.76 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day