Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის საგრანტო პროგრამა იწყება

BM.GE
15.05.23 09:36
87
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA-Georgia) USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში იწყებს სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის საგრანტო პროგრამას, რომლის მიზანია ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი ჩართულობის ხელშეწყობა და ურთიერთსასარგებლო სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება. საგრანტო კონკურსი ორი ნაწილისგან შედგება და ეკონომიკური გრანტების ნაწილში მიზანია, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა, საჯარო ფინანსებზე/სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ეთნიკურ და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური ეკოსისტემის გაუმჯობესება.

სტუმრები: ნინო მეტრეველი - PMCG, USAID პროგრამა ერთიანობა მრავალფეროვნებაშია;
ანო კვერნაძე - USAID „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" პროგრამის სექტორთაშორის ურთიერთობების მენეჯერი.

Subscribe to our news

Get the main news of the day