საქართველოდან 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტზე გატანილი ჩაის მონაცემებში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმნიშვნელო კლებაა. ყველაზე დიდი მოცულობით ქართული ჩაი მონღოლეთში გაიყიდა. ექსპორტისგან განსხვავებით, ზრდა გვაქვს იმპორტის მიმართულებით.