Home
Category
TV Live Menu

საქართველოს კომერციული ატაშეები 6 ქვეყანაში ეყოლება

BM.GE
07.03.18 10:59
1030
აშშ , გერმანია, თურქეთ, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ჩინეთის სახახლო რესპუბლიკა - 6 ქვეყანაში საქართველოს კომერციული ატაშეები ეყოლება. როგორც პრემიერმა გუშინდელ მთავრობის სხდომაზე გაანცხადა ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომერციული ატაშეს თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება მსურველებს 14 დღის განმავლობაში შეეძლებათ, შემდეგ კი ექვსეულს 3-4 თვის ვადაში სამინისტრო შეარჩევს. რაც შეეხება კრიტერიუმებს: კანდიდატს მოეთხოვება არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში: საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების მიმართულებით ან საფინანსო სექტორში. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სტრუქტურაში საერთაშორისო ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. კონკრეტული ქვეყნების მიხედვით, დადგენილია ასევე უცხო ენების ცოდნის ვალდებულებაც. ატაშეების მთავარი ფუნქცია იქნება ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის ხელშეწყობა.

Subscribe to our news

Get the main news of the day