Home
Category
TV Live Menu

სარეკლამო ბაზარი - ტელევიზიების შემოსავლები

BM.GE
12.03.18 10:28
1112
რა ხდება სარეკლამო ბაზარზე ვრცელი სტატია ამასთან დაკავშირებით ფორბსის მარტის თვის ნომერში ბესო ნამჩავაძემ მოამზადა. სტატიის ავტორი მარიამ ადამიასთან ერთად გვიერთდება და ერთად ვისაუბრებთ თემაზე რომელიც პირდაპირ კავშირშია მათ შორის საზოგადოების ინფორმირებულობასთან ანუ იმასთან თუ რამდენად სიცოცხლის უნარიანია დამოუკიდებელი მედია. 2013-2017 წლებში ტელევიზიების, რა თქმა უნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა შემოსავლის 70%-მდე რეკლამის გან­თავსებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდიოდა. თუ რეკლამას სპონსორობი­დან, საეთერო დროის გაყიდვიდან და ტელეშოპინგიდან მიღებულ შემოსავ­ლებს დავუმატებთ, მათი წილი ტელე­ვიზიების შემოსავლებში დაახლოებით 85%-ია. მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სარეკლამო ბაზარი საკმაოდ მცირეა. ამ ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს თითქმის იმდენ თანხას, რამდენიც ორი ყველაზე დიდი ტელევიზიის რუსთავი 2-ისა და ტელეიმედის ჯამური შემოსავალია.

სტუმრები: მარიამ ადამია - "საქმიანი დილის" რეპორტიორი;
ბესო ნამჩავაძე - ეკონომისტი

Subscribe to our news

Get the main news of the day