Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„საშიში ქვეყანა“ - ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

BM.GE
20.07.21 13:12
665
2021 წლის ივნისში საქართველომ სულ 146 ათას 600 უცხოელი ვიზიტორი მიიღო, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ტურისტების რეკორდული რაოდენობაა. წინა წელთან შედარებით ვიზიტორების ეს ნაკადი 287%-ით მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 76 ათას 946 ვიზიტორი საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში. ყველაზე მეტი კი თურქეთიდან 29 ათას 606 და ისრაელიდან 15 ათას 837 ვიზიტორი შემოვიდა. ჩამონათვალშია უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საუდის არაბეთი და ბელორუსიაა. ასეთია სტატისტიკა, რომელიც, როგორც წესი პოზიტიური და მზარდი უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, საშიში ქვეყნების სიაში მოვხვდით. ამიტომაც, უკვე მიმდინარე კვირის პარასკევიდან, ანუ 23 ივლისიდან მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, ისრაელში ჩასულ/დაბრუნებულ პირებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. არადა ისრაელი იმ ათ ქვეყანას შორისაა,საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი მოქალაქე ჩამოდის ტურისტულად და ამიტომაც ეს გადაწყვეტილება დიდი ალბათობით, აისახება შემოსავლებზე ტურიზმიდან.
ამიტომაც ეს გადაწყვეტილება დიდი ალბათობით, აისახება შემოსავლებზე ტურიზმიდან. რა გავლენა შეიძლება მოჰყვეს ისრაელის მიერ საქართველოს მაღალი რისკის ქვეყნების ჩამონათვალში შეყვანას და ზოგადად, რა გავლენა აქვს ტურისტულ ნაკადებს ისრაელიდან საქართველიში?

სტუმრები: ირაკლი თავართქილაძე - ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დამფუძნებელი;
ნაზი სეფიაშვილი - ტურისტული კომპანია, Medraft Georgia, დამფუძნებელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day