„კანონქვემდებარე აქტის მიღება შესაფუთ მასალებთან და მიტოვებულ ავტომობილებთან დაკავშირებით 2021 წელს მოხდება.“ - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მწარმოებლის გაფართოვებულ ვალდებულებაზე, რომელიც ბიზნესისთვის ახალი რეგულაციის დაწესებას გულისხმობს, მინისტრი აღნიშნავს, რომ რეგლამენტის საბოლოო ვერსია შეჯერებულია და საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყანას მწვანე ეკონომიკის გამნვითარების ახალ ბიძგს მისცემს.








