Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შრომის ბაზრის ბოლო ტენდენციები

BM.GE
29.09.22 11:39
168
საქართველოში იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც თვეში ხელფასს 9600 ლარზე მეტს იღებდნენ აგვისტოში წლიურად 34.8%-ით გაიზარდა. PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით 2020 წლის იგივე პერიოდთან შედარებით ზრდა 77.3%-ია და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამავე მონაცემებით, ანუ PMC-ის დასაქმების თრექერის მიხედვით აგვისტოში 9,600 ლარზე მაღალი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების მხოლოდ 1.8%-ს ჰქონდა. 

კვლევის მიხედვით, წინა თვეში დასაქმებულთა 23%-ის ხელფასი 600 ლარამდე იყო, რაც 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლების ხელფასიც 2,400 ლარს აღემატებოდა, აგვისტოში მათმა რაოდენობამ 19.5% შეადგინა. მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით კი, 6.4 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აგვისტოში ხელფასს იღებდნენ, წლიურად, 3.5%-ით, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.7%-ით გაიზარდა.

PMC-ის კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით jobs.ge-ზე 39 984 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვაკანსია ლოჯისტიკის/ტრანსპორტის/დისტრიბუციის დარგში გამოქვეყნდა. 

რა მდგომარეობაა შრომის ბაზარზე სექტემბრის ბოლოსთვის? 

სტუმარი: ინგა შახბაზიანი - HR.GE-ის რეგიონული მენეჯერი;



Subscribe to our news

Get the main news of the day