Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია" - ინტერვიუ მიხო სვიმონიშვილთან

BM.GE
15.05.22 22:39
463
დმანისის რაიონის სოფელ სარკინეთში „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია" ოფიციალურად გაიხსნა. სკოლა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში, უპრეცედენტო არაკომერციული კერძო ინიციატივიაა, რომელიც მიხეილ სვიმონიშვილის, თინათინ მახარაძისა და მათი შვეიცარიელი თანამოაზრის ფილიპ ეგერის რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგია. შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით შექმნილი კოლეჯი მეცხოველეობასა და რძის გადამუშავებაშია სპეციალიზირებული, მისი ჯამური ინვესტიცია კი 5 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. 

„ჩემი ოცნება იყო რომ ქვეყანას ჰქონოდა შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი სასწავლებელი, ისეთი როგორიც მე ვნახე შვეიცარიაში.15 წელი ვამუშავებდი ამ პროექტს, 2-3 წელი ვაშენეთ, ვგეგმეთ, შვეიცარიის მთავრობა დაგვეხმარა, უამრავი შვეიცარიული ფონდი, ასევე კერძო ინიციატივაა, ეს საჩუქარია საქართველოსთვის.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარელებს 33 ყველის საწარმო და სკოლა ქვემო ქართლში ჯერ კიდევ 19 საუკუნეში ჰქონდათ, სწორედ ამ ისტორიის გაცოცხლებისა და პროფესიული განათლების სფეროში უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, პროექტის მთავარ პარტნიორად შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა - პლანტა ჰოფი შეირჩა, რომელმაც უზრუნველყო სასწავლო პროგრამების შედგენა, მასალების შერჩევა, სასწავლო საწარმოების დაგეგმვა და მასწავლებლების გადამზადება.რაც შეეხება თავად სარკინეთში „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია" 2021 წლიდან კოლეჯი ავტორიზებულია განათლების სამინისტროს მიერ და ორ პროფესიულ პროგრამას: ფერმერი და რძის პროდუქტების წარმოებას ახორციელებს. გარდა ამისა, ფერმერებსა და მოყვარულებს კოლეჯი მოკლევადიან ტრენინგებსაც სთავაზობს მეცხოველეობისა და რძის პროდუქტების წარმოების მიმართულებით.

სტუმარი: მიხო სვიმონიშვილი - „მარგებელი ჰოლდინგი“-ს მმართველი პარტნიორი და დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day