„სტარტაპ საქართველო" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტების აპლიკაციების მიღებას განაგრძობს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სტარტაპ საქართველოს ოფიციალურ ვებ გვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ. ინოვაციური კომპონენტის 9 გამარჯვებული დეკემბრის ბოლოს გამოავლინდა, პირველ ტურში კი 36-მა აპლიკანტმა გაიმარჯვა. საერთო ჯამში ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებში „სტარტაპ საქართველოს" 65 გამარჯვებული ჰყავს. გამარჯვებულთა შორის მოხვედრის მსურველებისთვის კი პროგრამა განაცხადებების მიღებას მთელი წელი გააგრძელებს.