Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თანასწორობის კვირეული

BM.GE
08.12.22 12:43
121
ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად თანასწორობის კვირეული ჩაატარეს, რომელიც ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ირგვლივ აღინიშნება. თანასწორობის კვირეულის მიზანი მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირების ზრდაა. 

უკვე მეორე წელია ამ ღონისძიებაში ბიზნესის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. შესაბამისი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, კვირეულის ფარგლებში სუპერმარკეტების ქსელების მხრიდან სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. 

სტუმარი: სოფიო ქაშაკაშვილი - რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
მარიამ თუთბერიძე - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის პროექტის უფროსი ოფიცერი;

Subscribe to our news

Get the main news of the day