Home
Category
TV Live Menu
Loading data...

TBC-იმ და EBRD-მა ახალი სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

BM.GE
15.09.22 08:50
230
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე 20 მილიონი აშშ დოლარის ლარში ექვივალენტის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს. ფინანსური რესურსი EBRD-ისა და ევროკავშირის ერთობლივი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფილია EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამით და ის ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადი ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება.