Home
Category
TV Live Menu

თბილისში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

BM.GE
16.11.22 11:13
145
დღეს თბილისში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებისა და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ. დაგეგმილია ოთხი მარეგულირებლის, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის პრესკონფერენციები. შეხვედრას სამთავრობო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრება. რა თემები განიხილება შეხვედრაზე?

სტუმარი: კობა გვენეტაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;

Subscribe to our news

Get the main news of the day