Home
Category
TV Live Menu

თბილისში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის ცერემონია გაიმართა

BM.GE
21.10.22 08:59
150
გუშინ საღამოს, თბილისში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს, “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის” ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში გამოვლინდნენ. გამარჯვებულთა შორის იყო თიბისი ბანკიც, რომელიც მშვიდობის, სამართლიანობისა და ძლიერი ინსტიტუტების მიმართულებით დაჯილდოვდა. დაჯილდოებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენი ესწრებოდნენ. კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის და USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით იმართება .

Subscribe to our news

Get the main news of the day