Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„თეგეტა“ რეგიონულ გაფართოებას განაგრძობს

BM.GE
16.12.22 13:21
99
JCB-ის ექსკლუზიური წარმომადგენლობა აზერბაიჯანში და მულტიფუნქციური სერვისცენტრი - „თეგეტა“ რეგიონულ გაფართოებას განაგრძობს. JCB-ის სტანდარტებით შექმნილი მომსახურების ცენტრი სერვისსა და შოურუმს აერთიანებს. რეგიონის ქვეყნებში ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი Tegeta Construcion Equipment-ია. 1800 კვადრატული მეტრის ფართობის ცენტრში კომერციულ და სპეციალური დანიშნულების ტექნიკას „თეგეტას“ მაღალკვალიფიციური პერსონალი ემსახურება.