საუდის არაბეთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ერთ კილომეტრზე მაღალი კონსტრუქცია აშენდება. წითელი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ჯიდაში შენდება "სამეფო კოშკი", რომელიც საუდის არაბეთის ახალი, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ცენტრალური საოფისე შენობა იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $1.2 მილიარდია და ის 2019 წელს უნდა გაიხსნას. მისი სიმაღლე ერთი კილომეტრი და 7 მეტრი იქნება. საუდის სამეფო ოჯახი თავდაპირველად 1.6 კილომეტრიანი, ანუ 1 მილის სიმაღლის შენობის აშენებას მოითხოვდა, თუმცა არქიტექორებმა პროექტის ინიციატორები დაარწმუნეს, რომ არსებული ტექნოლოგიებითა და ბიუჯეტით 1.6 კილომეტრის სიმაღლის შენობის აშენება შეუძლებელია. შენობაში დაგეგმილია Four Seasons-ის სასტუმროს, აპარტამენტებისა და საოფისე სივრცის მოწყობა. შენობის აშენების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 848-მეტრიანი ბურჯ ხალიფას კოშკი გაიხსნა. შენობის ბოლო სართული 637-ე მეტრზე იქნება, დანარჩენი 400 მეტრი შენობის კოშკია, მას მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოყენება არ ექნება. ამ ტერიტორიაზე ტელე და რაიდო ანტენები განთავსდება.
ფრამგულმა კომპანია Zapata-მ მფრინავი ჰოვერბორდის პროტოტიპი წარადგინა, რომელიც Flyboard-ის ბაზაზეა შექმნილი, ინფორმაციას New Atlas ავრცელებს. მოწყობილობას Zapata Ezfly ჰქვია და ის რეაქტიული ძრავებით აღჭურვილ პლატფორმას წარმოადგენს. Zapata-ს, თავისი წინამორბედი Flyboard-ისგან განსხვავებით, ორი მაღალი სახელური აქვს, რაც მის გამოყენებას ბევრად კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის. მას 50 მეტრის სიმაღლეზე ასვლა და 2300 მეტრის ფრენა შეუძლია.
იამაჰამ სიახლე წარუდგინა საზოგადოებას. ხელოვნური ინტელექტის დახამრებით, მოცეკვავის მოძრაობა მუსიკად ითარგმენება. სხეულის მოძრაობაზე მიბმული და დაკავშირებული ჰანგები ორკესტრსაც მშვენივრად ეწყობა.
იაპონური კომპანია Nissan-ის ინჟინრებმა უნიკალური ჩუსტი შექმნეს, რომელიც არც მეტი არც ნაკლები თავისით "პარკინგდება". ჩუსტები აღჭურვილია პატარა საბურავებით და სენსორით, რომელთა გამოყენებითაც სახლში გადაადგილება და დადგომა მათთვის წინასწარ შერჩეულ ადგილას დამოუკიდებლად შეუძლიათ. ჩუსტებში გამოყენებულია ProPilot Park-ის მეთოდი, რომელსაც კომპანია ავტომობილებშიც იყენებს. ინოვაციური პროდუქტის შეფასება შესაძლებელია იოკოჰამას ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც სტუმრებს ასეთ სიახლეს სთავაზობენ.