Home
Category
TV Live Menu

თიბისი UK Fintech week-ზე

BM.GE
26.04.23 11:46
61
ინგლისმა წელს რიგით მეცხრედ ფინტექ კვირეულს უმასპინძლა, რომელზეც წელს დისკუსიების აქცენტები ძირითადად გლობალური ფინტექ ეკოსისტემის გაძლიერებას დაეთმო. ფინტექ სერვისები გზას უხსნის ეკონომიკურ ზრდას, მდგრადობას და ფინანსურ სისტემას, სწორედ ამ პრაქტიკებზე დაყრდნობით შეირჩნენ წლევანდელი სპიკერებიც, რომელთა შორის Starling Bank-ის დამფუძნებელი ანი ბოდინი, Coinbase-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი ბრაინ არმსტრონგი და Clear Bank-ის დირექტორი ჩარლს მაკმანუსი და თიბისის API გუნდის წევრი დავით კიკვიძე იყვნენ. UK Fintech week - ის მთავარი აქცენტი ბანკების და ფინტექის თანამშრომლობა იყო, რადგან საბანკო სერვისების დისტრიბუციის მომხმარებლამდე სრულად ფინტექ კომპანიები შეითავსებენ.

სტუმრები: დავით კიკვიძე - თიბისის API გუნდის წევრი;
ნინო გამხარაშვილი - ბრიტანეთის საელჩოს ვაჭრობის პოლიტიკის მრჩეველი;

Subscribe to our news

Get the main news of the day