Home
Category
TV Live Menu

უკრაინა სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებს

BM.GE
17.03.22 09:17
536
უკრაინა Clearview AI-ის სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებს, რაც რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე სწორი და უტყუარი საშუალებაა. გარდა ამისა, ტექნოლოგია უკრაინელებს რუსი თავდამსხმელების გამოაშკარავებაში და ასევე დაღუპულთა იდენტიფიცირებაში დაეხმარება. როგორ გამოიყენებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ტექნოლოგიას, გაურკვეველია და უწყება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ვიცით რომ Clearview AI-ის გარდა ბევრმა დასავლურმა ბიზნესმა გამოთქვა მზაობა დაეხმაროს ქვეყანას. რას გულისხმობს სახის ამომცნობი ტექნოლოგია და რა უპირატესობით ისარგებლებს კონფლიქტში უკრაინა მისი დახმარებით?
 

Subscribe to our news

Get the main news of the day