Home
Category
TV Live Menu

უნდა დაწესდეს თუ არა სავიზო რეჟიმი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისათვის?

BM.GE
04.08.22 11:32
152

პარტია „ლელო“ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს. 

პარტიის განცხადებაშია ნათქვამია, რომ საკითხმა სიმწვავე მას შემდეგ შეიძინა რაც რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა დრამატულად გაიზარდა და მათი ნაკადები ყოველგავრი კონტროლის მიღმაა. 

ლელოში თვლიან, რომ ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების წინაშე, რომელიც უკრაინაში რუსეთი შეჭრისა და მიმიდინარე საომარი მოქმედებების ფონზე გაიზარდა.არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, მათი შეფასებით, უნდა იქნას მიღებული დროებითი ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი. 

კერძოდ, შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეებისათვის; დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე; 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის მოხდეს ვიზების გაცემა, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით“.

რა ტიპის საფრთხეები არსებობს ამ თვალსაზრისით და როგორ უნდა იმოქმედოს ქვეყანამ? 



Subscribe to our news

Get the main news of the day