Home
Category
TV Live Menu

"ვატელმა" სტუდენტების მიღება გადადო

BM.GE
27.02.18 11:50
1340
საქართველოში ტურიზმის პირველმა უმაღლესმა სასწავლებელმა Vatel-მა პირველი სტუდენტების მიღება წლის ბოლომდე გადადო. როგორც ცნობილია დადეგგმილი იყო სტუდენტების 2018 წლის თებერვალში მიღება, თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო პროცესი გადაიდო. მიზეზებსა და დეტალებზე სასაუბროდ ჩვენთან სტუმრად პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი მოვიწვიეთ. თუმცა ვიდრე სტუმართან საუბარს დავიწყებ, მანამდე გეტყვით, რომ თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა, რომელიც პრესტიჟული ფრანგული ბიზნეს სკოლის – „ვატელის” ეგიდითა და ბრენდით იქნება წარმოდგენილი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) შენობაში განთავდება.

სტუმრები: მარიამ ადამია - “საქმიანი დილის” რეპორტიორი;
თორნიკე ჯანაშვილი - კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი;
მარიამ გიორგაძე - Les Roches უნივერსიტეტის სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის სტუდენტი

Subscribe to our news

Get the main news of the day