Home
Category
TV Live Menu

Vertu-ს $41-ათასიანი ახალი სმარტფონი

BM.GE
28.10.22 11:55
95
ძვირადღირებული მობილური ტელეფონების მწარმოებელმა ბრიტანულმა ბრენდმა, Vertu-მ, რომელიც მომხმარებლებს ძვირფასი ლითონებით მოპირკეთებული მობილური ტელეფონებით შეიძლება ახსოვდეთ, Web3-ტექნოლოგიის მქონე პირველი სმარტფონი, Metavertu წარადგინა, რომელიც $41 ათასი ღირს, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. 

როგორც ირკვევა, Metavertu-ს თითოეული ტელეფონი, თავისთავად, ბლოკჩეინის კვანძიცაა – ამასთანავე, მას სურათებისა და ვიდეოების NFT-ებად გადაქცევაც შეუძლია, სულ რაღაც ერთ ღილაკზე თითის დაჭერით. აღსანიშნავია, რომ Vertu-ს სხვა მოდელების მსგავსად, უახლესი Web3-სმარტფონიც მდიდარი სეგმენტის ადამიანებზე არის გათვლილი, რაც მობილური ტელეფონის დიზაინიდანაც ჩანს – თითოეულ მოდელს კერამიკული ჩარჩო და საფირონის შუშა აქვს, რომლის ქვეშ 6.67-ინჩიანი AMOLED-დისპლეი იმალება. ამასთანავე, Metavertu ტექნოლოგიურადაც საკმაოდ მძლავრია – მას Qualcomm-ის მიერ წარმოებული SnapDragon 8 თაობის CPU, სამლინზიანი კამერა და 4600 მილი-ამპერის მოცულობის ელემენტი აქვს.

Subscribe to our news

Get the main news of the day