ვინ არის ევა კაილი და რა კავშირი აქვს მსოფლიო ჩემპიონატთან?
BM.GE
13.12.22 09:24
• 90
სამართალდამცავების მიერ კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის, უფლებამოსილება შეუჩერეს. კაილი ხუთ პირთაგან ერთ-ერთი იყო, რომელიც ბელგიის პოლიციამ პარასკევს დააკავა. მედია პრესს-სპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გადაწყვიტა ევა კაილის დაუყოვნებლივ შეუჩეროს ყველა უფლებამოსილება და მოვალეობა, რომლებიც მას ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჰქონდა. მედიის ინფორმაციითვე, ევა კაილი კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაკავებული. ბელგიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, სპარსეთის ყურის ქვეყანა „ევროპარლამენტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა“.ბელგიური მედიის ცნობით, საუბარია მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ კატარზე.