CBS News-ის ცნობით, Vuity-ი ქვეყანაში მცხოვრები დაახლოებით 128 მილიონი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის, რომლებსაც მხედველობის პრობლემა აქვთ, კერძოდ კი ახლოს არსებულ საგნებს ბუნდოვნად ხედავენ. მედიკამენტი თითოეულ თვალში ჩაწვეთებიდან 15 წუთის განმავლობაში იწყებს მოქმედებას. მწარმოებლის განცხადებით, ის ეფექტიანობას 6-დან 10-საათამდე დროის პერიოდში ინარჩუნებს. წვეთები თვალის თანდაყოლილ უნარს ააქტიურებს, რაც გუგის ზომის შემცირებაში გამოიხატება. ეს შორსმხედველებს სხვადასხვა დიაპაზონზე ბუნებრივად ფოკუსირებაში ეხმარება.








