Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ხარისხის კონტროლის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია GM PHARMA-ში

BM.GE
14.02.23 09:20
75
GM PHARMA-ს ლაბორატორიები თანამედროვე ხელსაწყო-აღჭურვილობით არის დაკომპლექტებული და 30-ზე მეტი მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მქონე მაღალკვალიფიციური თანამშრომელია ადგილზე დასაქმებული. საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში მედიკამენტებს და ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატებს აწარმოებს. GM PHARMA-ს საწარმო ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას ფლობს. ამჟამად კომპანია ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის - EU GMP - აუდიტისთვის მზადების პროცესშია.