Home
Category
TV Live Menu

ხელფასები მუნიციპალური აიპ-ებში და შპს-ებში

BM.GE
08.04.21 08:52
216
მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების ანუ არასამეწარმეო იურიდიული პირების სახელფასო ფონდებმა 2020 წელს 190 მილიონი ლარი შეადგინა, მუნიციპალური შპს-ების სახელფასო ფონდები 2019 წელს კი 200 მილიონ ლარამდე იყო. IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სწორედ ამ ორგანიზაციების შემოსავლების და სახელფასო ხარჯების შესახებ არის საუბარი. კვლევის ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მათი დაქვემდებარებული იურიდიული პირების შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხია შეფასებული, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სრულფასოვანი ანალიზის შესაძლებლობებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day